ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა
16:51 24.09.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის AGRIS (Agricultural Integrated Survey) დეტალები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ ხუთ ქვეყანას შორის, რეგიონში საპილოტე ქვეყნად საქართველო დაასახელა. პროექტის ფარგლებში ფერმერული მეურნეობების აღწერა, შემდგომი მონიტორინგი და მონაცემების ხარვეზის გასწორება განხორცილდება.

მინისტრის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება აგრარული დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას აღნიშნული მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
პროექტი „ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის“ მიერაა დაფინანსებული და ეს ამ ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტია საქართველოში.

ბეჭდვა