ივანე მაჭავარიანი გერმანიის ელჩს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი გერმანიის ელჩს შეხვდა
15:03 24.09.2018
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ძირითადად ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება.

შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ ის ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

ჰუბერტ კნირშმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარეებმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

ბეჭდვა