საქართველო დღეს და ხვალ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს
საქართველო დღეს და ხვალ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს
18:02 20.09.2018
მიმდინარე წლის 21-22 სექტემბერს, საქართველო უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან.
21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, განხილულ იქნება ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო/საინვესტიციო ურთიერთობები და აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიზნესდელეგაციის წევრები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმებს, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრები მოისმენენ რამდენიმე წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ პრეზენტაციებს და იგეგმება ადგილობრივ კომპანიებთან შეხვედრები, სადაც მხარეებს სესაძლებლობა ექნებათ გაცვალონ ინფორმაციები და საკუთარი გამოცდილებები.

ასევე, ღონისძიების მეორე ნაწილში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივების მიზნით ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ბეჭდვა