სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი
ქვეკომპონენტი - კენკროვანი კულტურები დაემატა, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ქვეკომპონენტი მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის და/ან ბაღების გაშენებისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ქვეკომპონენტის პირველი პრეზენტაცია დღეს დუშეთში 11:45 საათზე, კულტურის სახლში გაიმართება.
