პროექტის - „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი-სინიქ ქორპუ“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“ დასრულებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება
პროექტის - „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი-სინიქ ქორპუ“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“ დასრულებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება
09:25 14.09.2018
სასტუმროში რედისონ ბლუ ივერიაში დღეს, 14 სექტემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის I („დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“) პლატფორმის საზღვრის ინტეგრირებული მართვის საფლაგმანო ინიციატივის საპილოტე პროექტის - „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი-სინიქ ქორპუ“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“ დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სამწლიანი ერთობლივი პროექტისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეები წითელ ხიდზე გაემგზავრებიან და საზღვრის ორივე მხარეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისათვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ - სასაზღვრო ინსპექციის სრულად აღჭურვილ პუნქტს საქართველოს მხარეს და ახალ საბაჟო ტერმინალს აზერბაიჯანის მხარეს.
ღონისძიებას დაესწრებიან: ივანე მაჭავარიანი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მიხეილ დუნდუა - საქართველოს ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ჯავად გასიმოვი - აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კესტუტის იანკაუსკასი - ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანში, ვინსენტ რეი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, გულამ ისჰაგზაი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი აზერბაიჯანში, , და ტარიელ ჭულუხაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი.

კონფერენცია 12:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა