საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, დღეს, 13 სექტემბერს, 10:00-ზე,
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე,, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი გახსნიან.
ბიზნეს-ფორუმი მიზანია ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.
დღესვე, 13 სექტემბერს, 12.45 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა გახსნიან.
