ბათუმში დღეს ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება
ბათუმში დღეს ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება
09:16 11.09.2018
მიმდინარე წლის 11-12 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმროში "შერატონში, "საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა) მე-3-ე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და გიორგი ჩიქოვანი.

ფორუმს ხვალ 10:00 საათზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გახსნიან.

ფორუმის ფარგლებში, 11 სექტემბერს, 15:45 სთ-ზე გიორგი ჩიქოვანი მოხსენებას გააკეთებს პანელზე, რომელიც შეეხება მაღალ ტექნოლოგიებს ჰიდროენერგეტიკაში.

ბეჭდვა