გოგი მეშველიანი: საბაჟო კანონმდებლობა, ახალი საბაჟო კოდექსი მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
გოგი მეშველიანი: საბაჟო კანონმდებლობა, ახალი საბაჟო კოდექსი მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
15:19 10.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი მეშელიანის განცხადებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა ამოქმედდება.

"ევროკავშირისა და ქართველი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას.

დოკუმენტი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:


• სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნა


• კიდევ უფრო მოქნილი და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დანერგვა


• საგარეო ვაჭრობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ხარჯების მკვეთრად შემცირება კერძო სექტორისთვის, რაც ჯამში, მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში",- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.


ბეჭდვა