ნინო წილოსანის შეფასებით, ახალი საბაჟო კოდექსი ტურისტული ნაკადის ზრდას ხელს შეუწყობს
ნინო წილოსანის შეფასებით, ახალი საბაჟო კოდექსი ტურისტული ნაკადის ზრდას ხელს შეუწყობს
14:46 10.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ახალ საბაჟო კოდესის პრეზენტაციას გამოეხმაურა.
დეპუტატი აცხადებს, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის.


"დღეს იმპორტიორებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის. საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თანამედროვე საბაჟო კანონმდებლობით, გამართული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი სერვისებით საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება.ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტვირთბრუნვის, არამედ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდას",-განაცხადა ნინო წილოსანმა.


ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამართა.


კოდექსი ევროკავშირის ქვეყნებთან საბაჟო ურთიერთობების გამარტივებას ითვალისწინებს.


მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეოვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი დასამართლიანი წესები.


ბეჭდვა