„სვანეთი ჰიდრო“: დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამის საშუალებით კომპანიისთვის გათვალისწინებული პროცედურები ბევრად მოქნილი გახდა
„სვანეთი ჰიდრო“: დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამის საშუალებით კომპანიისთვის გათვალისწინებული პროცედურები ბევრად მოქნილი გახდა
11:17 07.09.2018
კომპანია სს „სვანეთი ჰიდროში“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამას ეხმაურებიან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროგრამის საშუალებით კომპანიისთვის გათვალისწინებული პროცედურები ბევრად მოქნილი გახდა.


„კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამში ჩართულია. ახალი სისტემის საშუალებით კომპანიისთვის გათვალისწინებული პროცედურები გახდა ბევრად მოქნილი - სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურ რეჟიმში აბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. აღნიშნული რეჟიმის დახმარებით კომპანიას უმარტივდება ფულადი სახსრების მართვა და შესაბამისად საჭირო ინვესტიციები უფრო დროულად და ეფექტურად ხორციელდება“- აცხადებენ კომპანიაში.

ბეჭდვა