ICAO-ს აუდიტის საბოლოო ანგარიშის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამომავლო გეგმების გაცნობის
მიზნით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria"-ში (Ballroom 2), მიღება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით წარსდგებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. მოეწყობა პრეზენტაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, 2018 წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო შედეგებზე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნაჩვენებ პროგრესზე, ქვეყნის მიმდინარე რეიტინგზე, ასევე ფრენების უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.
