სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი
მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ახალი პროდუქტის" საქმიანობას გაეცნო. კოოპერაციული საწარმო "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "ახალი პროდუქტი" მარტვილის მუნიციპალიტეტის 5 სოფლიდან (ლეხაინდრაო ნაჯახაო ონოღია , ვედიდკარი, ბანძა) 62 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 475 სულს შეადგენს.
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.
"კოოპერაციული საწარმოში დღიურად 1,5ტონა რძეს გადავამუშავებთ. ვამზადებთ სულგუნსა და იმერულ ყველს, ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და ახალი პროდუქტების დამატებას." აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "ახალი პროდუქტის" დირექტორი მიხეილ კორთხონჯია.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "ახალი პროდუქტი" ასევე ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPAღD) პროგრამაში.
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს საქართველოს 8 რეგიონში, სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენება.
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.
