ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და ჭარბვალიანობის საკითხები განიხილა
ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და ჭარბვალიანობის საკითხები განიხილა
15:18 24.08.2018
საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, ჭარბვალიანობა - აღნიშნული საკითხები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინთან განიხილა.


"მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად 5.7% - ით გაიზარდა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა, მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ხელს უწყობს", - განაცხადა შეხვედრისას ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მათ შორის, საბანკო და საგადასახადო მიმართულებით. "აღნიშნული ცვლილებების მიზანი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა იყო", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ბეჭდვა