ივანე მაჭავარიანი: ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა
ივანე მაჭავარიანი: ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა
10:53 24.08.2018
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლა, უდავოდ ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტის შეფასებისას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, გერმანია იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ხანგრძლივი, მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს განვითარებასა და წინსვლას, ასევე, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბეჭდვა