გერმანია-საქართველოს ბიზნესსექტორსა და მთავრობების წარმომადგენელებს შორის მრგვალი მაგიდა გაიმართება
გერმანია-საქართველოს ბიზნესსექტორსა და მთავრობების წარმომადგენელებს შორის  მრგვალი მაგიდა გაიმართება
10:01 24.08.2018
დღეს, 09.00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანია- საქართველოს ბიზნესსექტორის და მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაიბი. ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: "საქართველო, როგორც ბიზნეს ლოკაცია". ღონისძიების ფარგლებში 10.30 საათზე მოხდება საქართველოს ნავთობისა დ გაზის კორპორაციასა და Kფჭ-ს შორის შეთანხმების გაფორმება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით.


ბეჭდვა