სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივლისში,
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი
იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 953.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.8 პროცენტით განისაზღვრა.
2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული
ექსპორტის მოცულობა 872.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 52.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 513.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (24.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 386.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 33.5 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 19.4 პროცენტი იყო.
2018 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
აზერბაიჯანი (251.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (240.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.6მლნ. აშშ დოლარი).
2018 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (828.2 მლნ.
აშშ დოლარი), რუსეთი (520.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (505.5 მლნ. აშშ დოლარი).
2018 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 000.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (760.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (611.7 მლნ. აშშ დოლარი), 2018 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 278.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი
ექსპორტის 19.1 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 205.9 მლნ. აშშ დოლარს
და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14.2 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი
ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 203.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.0 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 489.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 335.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 218.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.2 პროცენტი).
