ქართული კომპანიები ეგვიპტეში დაგეგმილ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
ქართული კომპანიები ეგვიპტეში დაგეგმილ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
19:02 28.02.2012
ქართული კომპანიები ეგვიპტეში დაგეგმილ 45-ე საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას.

საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით "Cairo International Fair" (GIF) ქალაქ ქაიროში გაიმართება. მასზე სხვადასხვა კომპანიები საკუთარ პროდუქციასა და სერვისებს წარადგენენ.

გამოფენაში მონაწილეობას 35 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ორგანიზატორთა ვარაუდით, მას 2 მილიონ მეტზე მნახველი ეყოლება.

გამოფენაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს-სამრეწველო პალატას უნდა მიმართონ. იგი 18 მარტს გაიხსნება და 30 მარტამდე გაგრძელდება.


ბეჭდვა