საგარეო ვაჭრობის მოცულობა 24,4 პროცენტით გაიზარდა
საგარეო ვაჭრობის მოცულობა 24,4 პროცენტით გაიზარდა
11:45 13.08.2018
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 051.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 870.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 181.1 მლნ. აშშ დოლარი (22.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივლისში 3 310.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.9 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა