„ტიფლის დეველოპმენტი” მომხმარებელს სეზონურ ფასდაკლებას სთავაზობს
„ტიფლის დეველოპმენტი” მომხმარებელს სეზონურ ფასდაკლებას სთავაზობს
09:52 21.07.2012
ქართულ-ყაზახური საინვესტიციო ჯგუფი „ტიფლის დეველოპმენტი” მომხმარებელს ზაფხულის სეზონისთვის ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც საინვესტიციო ჯგუფის პრესსამსახური აცხადებს, კლიენტი, რომელიც კომპანია „ტიფლის ბიზნეს თაუერში” ოფისს ზაფხულის პერიოდში იქირავებს, იჯარის პირველი თვის გადასახადისგან გათავისუფლდება.

ამასთან, ის მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს „ბიზნეს თაუერში“ არსებული ლობი-ბარით, საპრესკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზებით, ტიფლის-გალერეით, რომელიც დიდი და მცირე საგამოფენო სივრცისგან შედგება, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომით და სხვა.

კომპანია “ტიფლის დეველოპმენტი” 2007 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე პროექტებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში ახორციელებს. კომპანია ფლობს დასრულებულ საცხოვრებელ ბინებს, მათ შორის, „ტიფლის საბურთალოს” და “გლდანი პალასს”, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი 700 აშშ დოლარიდან 1200 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ბეჭდვა