ყვარელში "ბანკ კონსტანტას" ახალი ფილიალი აქვს
ყვარელში "ბანკ კონსტანტას" ახალი ფილიალი აქვს
18:19 28.02.2012
ყვარელში "ბანკი კონსტანტას" ახალი ფილიალი გაიხსნა.  

როგორც "ნიუსპრესს" ბანკიდან აცნობეს, ახალი ფილიალის გახსნა ყვარელსა და კახეთის რეგიონში "ბანკი კონსტანტას" მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ფილიალში სრული საბანკო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით. მომხმარებელს სხვადასხვა მიზნობრივი სესხით, ანაბრებით, ფულადი გზავნილებით სარგებლობის და კომუნალური გადახდების განხორციელების საშუალება ექნებათ.

ამჟამად, კახეთის რეგიონში "ბანკი კონსტანტას" 7 ფილიალი და 1 სერვის–ცენტრი ფუნქციონირებს.


ბეჭდვა