ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
16:33 27.07.2018
მიმდინარე წლის 27 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4496 შეადგინა.

ბოლო ორ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ინტერვენციას ახორციელებს.

ბეჭდვა