შემოსავლების სამსახურის უფროსი უკრაინის პარლამენტის საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შემოსავლების სამსახურის უფროსი უკრაინის პარლამენტის საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
18:16 16.07.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი უკრაინის პარლამენტის საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნინა იუჟანინას შეხვდა, რომელიც საქართველოში OECD-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში იმყოფება. აღნიშნული ფორუმი, 17-18 ივლისს სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში“ გაიმართება და მას 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტოროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. ამასთან, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


ბეჭდვა