მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პორტს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პორტს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
14:54 14.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება სასიცოცხლოდ ესაჭიროება და აქედან ამოდინარე, ანაკლიის პორტს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

ეს განცხადება პრემიერმა პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო.

„საქართველოს ისეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს, რომელიც უპირატესობებს იძლევა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ უპირატესობებს სჭირდება გამოყენება. მსოფლიოში იზრდება გამოწვევები, იზრდება კონკურენციები სატრანზიტო დერეფნებს შორის.

ყოველივე ამ ფონზე, საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და ამ კუთხით ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა.
საქართველოს მთავრობას აქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული, რომელსაც აუცილებლად შეასრულებს და მაქსიმალურად მიეხმარება კონსორციუმს, რომ პროექტის დროული რეალიზაცია მოხდეს"-განაცხადა პრემიერმა.




ბეჭდვა