საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იმყოფებიან.
საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჰირუჰიკო კუროდას უკვე შეხვდნენ და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მხარეებმა ახალი საავტომობილო მაგისტრალების, ჰიდროელექრტოსადგურებისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საკითხები განიხილეს.
აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა აღნიშნული საკითხების დეტალური განხილავა პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით უკვე დაიწყეს.
