გიორგი ქობულია: ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ
გიორგი ქობულია: ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ
13:50 13.07.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობის თვითმიზანი არა ეკონომიკის ზრდა, არამედ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებაა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს დასაქმდეს ბევრად მეტი ადამიანი და მათ ის სახსრები გამოიმუშაონ, რითაც იცხოვრებენ.
ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ამით კეთილდღეობა ძირითადი მოსახლეობის არ გაიზრდება იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც დღესდღეობით არის რეგიონებში ის ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს - ინკლუზიურობა, სადაც ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ თანაბრად შემოსავლები მოსახლეობას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და ეს ხალხი, რომ იყოს დასაქმებული და გამოიმუშაოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ბეჭდვა