ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მარტში დაიწყება
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მარტში დაიწყება
17:13 28.02.2012
საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მარტის ბოლოს  გაიმართება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა თამარ კოვზირიძემ განაცხადა.
კოვზირიძის თქმით, შეთანხმება საკმაოდ ყოვლისმომცველი იქნება და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს მთლანად დაარეგულირებს
"იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი ნაყოფიერად წარიმართება. პირველი რაუნდი იქნება დღევანდელი ფორმალური გახსნის შემდეგ, მარტის ბოლოს. მოლაპარაკებების დასრულებას დაახლოებით ორი წლის ვადაში ვვარაუდობთ", - განაცხადა მან.
მოლაპარაკებების გახსნას ოფიციალურად დღეს ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი თბილისში გამოაცხადებს.
ვიზიტის ფარგლებში იგი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება.

ბეჭდვა