ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 1003-ში“, მთავრობასა და ბიზნესს შორის დაბეგვრის ახალი შეღავათიანი
საგადასახადო რეჟიმის შესახებ დღეს ღია დიალოგი გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნიან.
დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია და მნიშვნელოვანია, რომ მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე, მთავრობის წევრები პირადად ხვდებიან მეწარმეებს, რათა ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და მინისტრებმა უშუალოდ მეწარმეებისგან მოისმინონ ინფორმაცია და მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.
დიალოგი 12:00 საათზე გაიმართება.
