ავიაკომპანია flydubai ქართველ ტურისტებს ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას სთავაზობს
ავიაკომპანია flydubai ქართველ ტურისტებს ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას სთავაზობს
09:04 20.07.2012
ავიაკომპანია flydubai, რომელიც ფრენებს უკვე 50-მდე მიმართულებით ახორციელებს, ტურისტებს მოგზაურობას აღმოსავლეთის ეგზოტიკურ ქვეყნებში, მათ შორის, ომანსა და ნეპალში სთავაზობს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ გზამკვლევშია ნათქვამი, აღნიშნულ ქვეყნებში ტურისტებს მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულება, ექსტრემალურ გართობა და კომფორტულად დასვენება შეუძლიათ.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტებს, რომლებიც ომანში დასვენებას გადაწყვეტენ, საშუალება ექნებათ 2 700 კმ-იანი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე დაისვენონ, ისარგებლონ დაივინგით და შეარჩიონ მათთვის სასურველი სასტუმრო.

ნეპალში კი, ტურისტებს ჰიმალაის მთების ნახვის, ასევე, დედაქალაქ კატმანდუს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, კატმანდუში სასტუმროების დიდი არჩევანია.

ბეჭდვა