ტექნოპარკში დღეს, 5 ივლისს საერთაშორისო ვორქშოფი ,,ევროპული სამეწარმეო და ციფრული
კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“ გაიმართება.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი გახსნიან.
ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან საქართველოში განათლების პოლიტიკის შემქნელები, სამეწარმეო სწავლების ადგილობრივი ექსპერტები და ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციები.
ვორქშოფი 13:15 საათზე დაიწყება.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვორქშოფის მთავარი ამოცანაა:
სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს შესახებ ცნობადობის ზრდა მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებს, სფეროს ექსპერტებს და სხვა სთეიქჰოლდერებს შორის სამეწარმეო კომპეტენციების ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის.
საქართველოში სამეწარმეო კომპენტენციის განათლების პოლიტიკის დონეზე და სასწავლო პროცესში სისტემური დანერგვის კონცეფციის მონახაზის შემუშავება.
სამოქმედო გეგმის გარშემო იდეების გენერირება, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენება მასწავლებლების როლის ზრდის, კურიკულუმის მოდერნიზაციის და მეგობრული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
