ტექნოპარკში თემაზე - რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის დღეს შეხვედრა გაიმართება
ტექნოპარკში თემაზე - რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის დღეს შეხვედრა გაიმართება
11:40 04.07.2018
ტექნოპარკში FABTALKS-ის თემაზე - რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის დღეს მომდევნო შეხვედრა გაიმართება.

მოწვეული სტუმარია გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი - დავით ჩეჩელაშვილი, რომელსაც აქვს აშშ-ში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ ის იყო თანადამფუძნებელი ხუთი გლობალური სტარტაპის ხელოვნური ინტელექტის და იმერსიული ვიზუალიზაციის მიმართულებით. დავით ჩეჩელაშვილი ასევე კითხულობს ლექციებს ინოვაციურ მეწარმეობაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სპიკერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს წარმოებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ის სტარტაპებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიზაინის ოპტიმიზაცია ხელშესახები პროდუქტის შექმნისა და წარმოებისთვის.

შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა