ლევან დავითაშვილი პროექტის-„აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პრეზენტაციას დაესწრება
ლევან დავითაშვილი პროექტის-„აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“ პრეზენტაციას დაესწრება
09:35 02.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს ღონისძიებას დაესწრება, სადაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ოფიციალურად წარადგენს პროექტს „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“.

ღონისძიების მიზანია, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები გაეცნონ აღნიშნული პროექტის ძირითად მიმართულებებსა და აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის შედეგად გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებზე.

პრეზენტაცია 10:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა