ქალაქ ბათუმში დღეს იმ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება,
რომლებიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში არიან ჩართულნი.
პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა იმის გამო, რომ მეწარმეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აჭარის რეგიონში არსებულ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით.
26 ივნისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 70-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდა.
შეხვედრაზე მეწარმეების მხრიდან უკმაყოფილება გაჟღერდა აჭარის რეგიონში არსებულ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ფლობენ ან არ აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე დამატებით ისარგებლონ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშემწყობი მექანიზმებით, სესხის პროცენტის თანადაფინანსების და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე.
