თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორიში დღეს
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერენციას გახსნის.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ენერგეტიკის სფეროს ინვოაციებსა და საინტერესო ტექნოლოგიებს, ასევე სექტორში არსებულ კარიერული პერსპექტივებსა და სასწავლო პროგრამებს.
G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლადსაკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად, გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
