გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
12:22 23.06.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა   ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში მიიღომ ონაწილეობა. ფორუმი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მოხსენებაში გიორგი ჩიქოვანმა საქართველოს ენერგეტიკის გრძლევადიან გეგმაზე ისაუბრა. მან, ასევე, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე 2020 წლამდე პერიოდში და ამ კუთხით, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილე, ასევე, ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხო. ასევე, მან განიხილა საკითხი კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარების, საქართველოს ენერგოსისტემის რეგიონალური ინტეგრაციის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გარდა, ფორუმზე ასევე მოხსენებები ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის დირექტორმა მეგან რიჩარდსმა, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, ელიზაბეტ პრესმა, ასევე, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა, კრეშნიკ ბეკტეშმა და უკრაინის ევროინტეგრაციის, ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, მუკოლა კუზიოსმა გააკეთეს .





ბეჭდვა