ქართული კომპანიები საფინანსო-საკონსულტაციო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ქართული კომპანიები საფინანსო-საკონსულტაციო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ
15:33 28.02.2012
ქართული ბიზნესის წარმომადგენლები დღეს  USAID-ისა და საფინანსო-საკონსულტაციო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ორგანიზებით ჩატარდა.

იგი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა გახსნეს.

შეხვედრა მიზნად ისახავს მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობას დაფინანსების გაზრდის მიზნით.

ღონისძიების ამოცანაა, ხელი შეუწყოს კომპანიების მიერ სახსრების მოპოვების გამარტივებას და ქართული ბიზნესის საფინანსო-საკონსულტაციო კომპანიებთან დაახლოებას.

USAID-სა და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი და გაზარდონ მომხმარებელთა რიცხვი.

ბეჭდვა