მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 8,1%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი 6 თვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში 6.8% დაფიქსირდა.
„საქსტატი“ ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს ყოველთვიურად აწარმოებს, რომელიც დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე გამოითვლება.
ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის II კვარტლის მონაცემები 18 სექტემბერს გამოქვეყნდება.
2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7 % შეადგინა.
