კომპანია „მაგთიკომის“ ბრენდი „ბალი“ 7 წლისაა
კომპანია „მაგთიკომის“ ბრენდი „ბალი“ 7 წლისაა
09:56 18.07.2012
სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ ბრენდი „ბალი“ დღეს 7 წლის გახდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „მაგთიკომიდან“ აცნობეს, აღნიშნულ  თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
კერძოდ, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ატრაქციონებზე მთელი დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო 17:00 საათიდან DJ ფესტივალი, ბრეიქდანსერების შოუ და სხვა ღონისძიებები დაიწყება.
კომპანიის ინფორმაციით, „ბალი“ 7 წლის განმავლობაში მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებსა და აქციებს, ხოლო „მაგთიკომი“ მომხმარებელს 15 წლის განმავლობაში, მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირსა და მონაცემთა მიღება-გადაცემას საქართველოს ყველა რეგიონში სთავაზობს.

ბეჭდვა