ცისკარიშვილი - საქართველოს ლიბერალური ეკონომიკა აქვს
ცისკარიშვილი - საქართველოს ლიბერალური ეკონომიკა აქვს
14:17 28.02.2012
საქართველოს არა მონოპოლიური, არამედ გახსნილი და ლიბერალური ეკონომიკა აქვს.   აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში მონოპოლიები რომ არსებობდეს, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეკონომიკა ვერ გაორმაგდებოდა.

"ბოლო წლებში, როდესაც რეგიონში სხვა ქვეყნების ეკონომიკა იკუმშება, მცირდება 5–6%-ით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ეს სტატისტური ციფრებია," – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 5–6 წლის წინ 2 მილიარდი იყო, დღეს კი - 9 მილიარდია.

მან ამ განცხადებით ჯონდი ბაღათურიას უპასუხა, რომელმაც ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაზე ისაუბრა.

ბეჭდვა