საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი
ქუმსიშვილის განცხადებით, „ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი“ მიზნობრივ კვლევას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან შეხვედრაზე განაცხადა.
“საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო კავშირების შემდგომი განვითარებისა და ისრაელის ბიზნეს-წრეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას ვიწყებთ” – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვლევა ისრაელის ინვესტორებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
„გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმ
