დღეს თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური
ცერემონია გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ელი კოენი, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური დაესწრებიან.
ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება.
