ტექნოპარკში დღეს ეკონომიკური ანგარიშის - „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“ პრეზენტაცია გაიმართება
ტექნოპარკში დღეს ეკონომიკური ანგარიშის - „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“ პრეზენტაცია გაიმართება
09:39 08.05.2018
ტექნოპარკში დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური ანგარიშის - „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“ პრეზენტაცია გაიმართება.

ანგარიშს მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი წარმოადგენს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი, ,,Golden Fleece“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ გოგოხია, ასევე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის დირექტორი გიორგი ტაბიძე.

ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა