ტექნოპარკში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს პროექტის ,,სტარტაპ მეგობრული” პორტალის პრეზენტაცია გაიმართება.
„სტარტაპ მეგობრული“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტია, რომლის მიზანი ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინოვატორებისა და სტარტაპების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად თანამშრომლობაა.
ეკონომიკის სამინოსტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა ისეთი კომპანიების მოძიებას გულისხმობს, რომელთაც შეუძლიათ სტარტაპებისთვის სპეციალურიპროდუქტის შეთავაზება. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამაკავშირებელ ორგანოდ გვევლინება.
კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული იმ შეთხვევაში, თუ მას აქვს სპეციალური პროდუქტი/სერვისი/ფასდაკლება სტარტაპებისთვის, აფინანსებს ან თანამშრომლობს მათთან. თავისმხრივ, სტარტაპ მეგობრულ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სტარტაპები მიიღებენ წვდომას შეღავათიან პროდუქტებსა და სერვისებზე, გარდა ამისა მათ პოტენციური ინვესტორისმოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ.
დღეისათვის პროექტში ,,სტარტაპ მეგობრული” 30-მდე კომპანიაა გაერთიანებული.
პრეზენტაცია 15:00 საათზე დაიწყება.
