თემაზე "ინტელექტუალური საკუთრება ინოვაციისთვის" საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში სემინარი მიმდინარეობს.
სემინარი ევროპის საპატენტო უწყებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.
შეხვედრაზე ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის, ბიზნესის დაგეგმვის, ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირების, საკუთრების შეფასებისა და დაფინანსების საკითხები განიხილება.
სემინარში "საქპატენტის" თანამშრომლები, უნივერსიტეტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. იგი ხვალ დაიხურება.
