საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ 2-3 მაისს
მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისოსაფოსტო მომსახურება) გაერთიანების სიმპოზიუმს უმასპინძლებს.
სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებულიშტატების, ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების 24 მაღალი რანგის მენეჯერი, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირისა და კოლოგრაფის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის მთავარი თემაა საფოსტო ოპერატორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ელ. კომერციის განვითარება და ბაზარზე არსებული გამოწვევები.
სიმპოზიუმი 2 მაისს, სასტუმრო “იოტაში“ გაიხსნება.
