„პიარ კლუბი“ ხვალიდან ტრენინგების კვირეულს იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „პიარ კლუბიდან“ აცნობეს, ტრენინგებს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“
საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.
კვირეულში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც კლუბის არსებულ წევრებს, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს ექნებათ.
ტრენინგებს 6 წამყვანი სპეციალისტი გაუძღვება.
კვირეულის დახურვისთვის მიძღვნილი სპეციალური ღონისძიება ლაუნჯ-ბარ „ვიტამინში“ მოეწყობა, სადაც კანის კინოფესტივალისა და სხვა უცხოური თუ ქართული რეკლამების ჩვენება გაიმართება.
ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ.
კვირეული 20 ივლისს დასრულდება.
