საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყება დღეს ოფიციალურად გამოცხადდება.
აღნიშნულთან დაკავშრებით თბილისში ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდება.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო.
