ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ბერლინში
გამართულ Berlin Energy Transition Dialogue 2018-ში მიიღო მონაწილეობა და „განახლებადების როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების“ საკითხზე მიძღვნილ სესიაზე მოხსენება გააკეთა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებლის და ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრის მნიშვნელობაზე. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო: ენერგეტიკული ბაზრის და ვაჭრობის მექანიზმების განვითარების საკითხს, განახლებადი ენერგიების ათვისებას და ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს თომას ბარეისთან, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და მის განვითარებას.
