პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის
განცხადებით, ინვესტორებისა და პირადაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან მიმართებით ორი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვა.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.
„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გრანატია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პანელზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში კერძო სექტორთან სწორ კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობებს ურჩევს.
