საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან
ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის იფნორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მრავალწლიანი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის დინამიკა, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა მიმოიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით შვედეთს შეაქვს.
შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობა და კერძო სექტორის განვითარება ფინანსდება .
