საქართველოსა და არგენტინას შორის შესაძლოა, ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკურ და კულტურულ-სპორტულ სფეროებში თანამშრომლობა
დაიწყოს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოში არგენტინის სახლის“ თავჯდომარემ ნიკო პატარქალიშვილმა განაცხადა.
პატარქალიშვილის განმარტებით, იგი ბაქოში არგენტინის ვაჭრობის მინისტრს გილერმო მორენოს შეხვდა, სადაც მათ საქართველოსა და არგენტინას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
მისივე თმით, არგენტინური მხარე ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი - ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტითაა დაინტერესებული.
როგორც პატარქალიშვილი აცხადებს, არგენტინა თანახმაა საქართველოში დელეგაცია მოავლინოს და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ, ასევე, მოეწყოს საქართველოსა და არგენტინის ეკონომიკური ფორუმი.
მისივე თქმით, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დასაწყებად, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანხმობაა აუცილებელი. თანხმობის მისაღებად „არგენტინის სახლმა“ 9 ივლისს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი წერილით მიმართა.
